logo_geo
იტალიაში კორონა ვირუსით ბოლო 24 საათში 743 ადამიანი გარდაიცვალა
- +

25 მარტი. 2020. 00:09

 

 

 

იტალიაში კორონა ვირუსით გარდაცვალების რაოდენობამ ორდღიანი კლების შემდეგ, კვლავ მოიმატა და ბოლო 24 საათში 743 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამგვარად, გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 6820 ადამიანს შეადგენს.

 

„გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 894 ადამიანით მოიმატა და 8326 შეადგინა“, - განაცხადა ბორელიმ, რაც, მისი თქმით, ორშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, ორმაგი ზრდაა.

 

ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 54030 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი