logo_geo
დონალდ ტრამპი - გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება
- +

25 მარტი. 2020. 00:12

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ ორ კვირაში სრულად შეძლებს „გაიხსნას“. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა.

 

„ორ კვირას ვაძლევ. ქვეყანა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს და გაიხსნას. ჩვენ იმაზე ადრე უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს ვიდრე ხალხი ფიქრობს და ჩემი კარგი მუშაობის პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამას გადავლახავთ“,-აღნიშნა ტრამპმა.

 

მან ვირუსი კიდევ ერთხელ შეადარა გრიპს და განაცხადა, რომ გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.

 

ცნობისთვის, აშშ-ში ბოლო დღის მანძილზე კორონავირუსის 50 982 შემთხვევაა აღრიცხული. ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მალე შესაძლოა შეერთებული შტატები ინფექციის ეპიცენტრი გახდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი