logo_geo
WHO: მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი მატულობს – 383 ათასზე მეტი ინფიცირებული და 16 ათასზე მეტი გარდაცვლილია
- +

25 მარტი. 2020. 01:30

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 24 მარტის მდგომარეობით, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 383 944 ადამიანს შეადგენს.

 

გარდაცვლილთა რაოდენობაა 16 595, ვირუსის დამარცხება 101 911 პაციენტმა შეძლო.

 

ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მსოფლიოში ვირუსის გავრცელება სწრაფად იზრდება.

 

“პანდემიის ტემპი იზრდება. პირველი 100 ათასი შემთხვევის დასარეგისტრირებლად 67 დღე დაგვჭირდა, მეორე 100 ათასისთვის 11 დღე, ხოლო მესამე 100 ათასისთვის, სულ, რაღაც 4 დღე”, – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი