logo_geo
კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს
- +

25 მარტი. 2020. 01:57

 

 

აშშ შესაძლოა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრი გახდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

 

ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელის მარგარეტ ჰარისის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 85% ევროპაში, 40% კი აშშ-ში დაფიქსირდა.

 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა აშშ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი გახდეს, მან შემდეგი პასუხი გასცა:

 

"რასაც ახლა ვხედავთ ის არის, რომ აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევები ძალიან სწრაფად ჩნდება. ასე რომ, აშშ-ს აქვს იმის პოტენციალი, რომ ეპიცენტრი გახდეს. თუმცა, ამას ახლა დაზუსტებით ვერ ვიტყვით“.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 593 ადამიანი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი