logo_geo
რუმინეთში მღვდლები მორწმუნეებს ერთი კოვზით აზიარებენ, როდესაც „კოვიდ 19“-ის შემთხვევები მატულობს
- +

25 მარტი. 2020. 12:50

 

 

 

 

„ევრონიუსის“ ცნობით, რუმინეთში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების მატების მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა მრევლი ერთი კოვზით აზიარეს.

 

 

„ბევრი მღვდელი ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე და იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქის განკარგულებაც არ მიიღეს, მათ ზიარება ჩვეული წესით ჩაატარეს. ამას ექნება შედეგი. როცა ას ადამიანთან გაქვს შეხება, იმის შესაძლებლობა, რომ მათ შორის ინფიცირებულია, მაღალია“, – განაცხადა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში რუმინელ ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელმა.

 

 

„ევრონიუსის“ცნობით, 28 თებერვალს რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, მორწმუნეებს შეუძლიათ თხოვონ მღვდლებს საკუთარი კოვზით ზიარება, თუმცა ეს აუცილებლად შესასრულებელი არ გახლდათ.

 

 

„ევრონიუსი“ წერს, რომ ზიარების კადრების გავრცელების შემდეგ, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეზღუდვები გაამკაცრა და ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს.

 

 

რუმინეთში „კოვიდ 19“-ის 762 შემთხვევა დაფიქსირდა. 5000-ზე მეტი კარანტინშია გადაყვანილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი