logo_geo
ჩინეთში კიდევ ერთი - ჰანტავირუსი დაფიქსირდა
- +

25 მარტი. 2020. 16:29

 

 

ჰანტავირუსი გახდა მამაკაცის უეცარი გარდაცვალების მიზეზი ჩინეთის პროვინცია იუნანში, ამის შესახებ იუწყება Global Time.

მამაკაცი ავტობუსში გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ექსპერტიზის შედეგად მას COVID-19-სგან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვირუ­სი, ჰან­ტა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. ეს არის ვირუსი რომელიც სიმპტომებით ძალიან ჰგავს კორონა ვირუსს, თუმცა მისი შემთხვევები საკმაოდ იშვიათად ფიქსირდება.

აღსანიშნავია რომ, ჰან­ტა­ვირუ­სი ახა­ლი არაა. იგი პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში კორეის ომის დროს აღმოაჩინეს. ვირუსი ვრცელდება ვირთხებისგან, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ძალზე იშვიათია. ჰანტავირუსის საინკუბაციო პერიოდი ერთიდან ორ კვირამდეა, რა დროსაც ავადმყოფს ეწყება გრიპის მაგვარი სიმპტომები :ეს არის თავის ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება.

 

 

ჰანტავირუსის გამავრცელებლები ვირთხები არიან, თუ გიკბინათ ვირთხამ ან მის ნაკვალევს შეეხებით ხელით და შემდეგ ცხვირზე, პირზე ან თვალზე მოისვამთ, დიდი ალბათობით დასნეულდებით.

 

ჰანტავირუსი იშ­ვი­ა­თი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და მას ლეტალობის საკმაოდ მაღალი პროცენტი ახასიათებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი