logo_geo
ქვეყნები, სადაც ახალი კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა
- +

25 მარტი. 2020. 18:41

 

 

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა არის გამონაკლისებიც — ქვეყნები, სადაც ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, ამ დროისათვის დარჩენილია 19 ასეთი ქვეყანა, მაგრამ ვითარება შეიძლება ნებისმიერ წუთას შეიცვალოს, ამ სტატიის მომზადების მომენტშიც კი (25 მარტი, 16:38 სთ). მათი უმეტესობა ოკეანეთის პატარა, კუნძულოვანი სახელმწიფოებია.

 

 

 

მეორე საკითხია, რამდენად შეესაბამება რეალური ვითარება ოფიციალურ მონაცემებს. არ არის გამორიცხული, აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევები რეალურად არსებობდეს, მაგრამ ჯერ დაფიქსირებული არ იყოს.

 

 

ოფიციალური მონაცემებით, სიაში შედის ჩრდილოეთ კორეაც, თუმცა ამ ქვეყანაში არსებული ვითარების გარკვევა ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

 

ქვეყნები, სადაც COVID-19-ის შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა

 

 

აფრიკა

 

სიერა-ლეონე

სამხრეთ სუდანი

ბოტსვანა

ლესოთო

აზია

 

 

 

იემენი

თურქმენეთი

ტაჯიკეთი

ჩრდილოეთ კორეა

ოკეანეთი

 

 

სოლომონის კუნძულები

ვანუატუ

ტონგა

სამოა

კირიბატი

ნაურუ

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

პალაუ

ტუვალუ

მარშალის კუნძულები

ნიუე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი