logo_geo
ესპანეთმა კორონა ვირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით ჩინეთს გაასწრო
- +

25 მარტი. 2020. 18:59

 

 

კორონა ვირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ ჩინეთს ესპანეთმაც გაასწრო. 25 მარტს ინფიცირების 5552 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მსხვერპლის რიცხვი კი 443-ით 3434-მდე გაიზარდა.

 

ესპანეთი დღის განმავლობაში მონაცემებს რამდენჯერმე აახლებს და შესაბამისად ეს რიცხვები საღამომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ამ დროისათვის ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 47 610-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 982 მოქალაქიდან 1-ს COVID - 19 უდგინდება.

 

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ქვეყანაში სწრაფად იზრდება სიკვდილიანობა კოეფიციენტი და ის უკვე 7.19%-ს აღწევს. საწოლი ადგილების სიმცირის გამო მადრიდში რამდენიმე საველე ჰოსპიტალია გახსნილი.

 

ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ესპანეთი ჩინეთის, იტალიისა და შეერთებული შტატების შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს, გარდაცვალებულთა რაოდენობის მიხედვით კი უკვე მეორეს, იტალიის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი