logo_geo
რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალები ქაოსს ქმნიან!
- +

25 მარტი. 2020. 21:51

 

 

ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთმა აღიარა, რომ სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის შესაქმნელად სპეციალურ სამხედრო დანაყოფს წვრთნის. ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთის ტელევიზიამ სიამაყით გადაიღო სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა არალეგალური, დანაშაულებრივი და არასანქცირებული დავალებების შესრულება შეუძლიათ სპეციალური ოპერაციების ძალებს (ССО). ისინი მსოფლიოს იმ ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში მოქმედებენ, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ინტერესის ობიექტს წარმოადგენს; ეს არის ჯარი, რომელიც მშვიდობიან დროში ომობს. და რა მოხდა 2013 წლის მერე? სწორედ ეს სამხედრო ძალები გამოიყენეს ყირიმის სამთავრობო და ადმინისტრაციული შენობების დასაკავებლად. მათ „მწვანე კაცუნები“, „თავაზიანი ადამიანები“ და Ихтамнеты შეარქვეს. ამ ვიდეოკადრებში ნაჩვენებია რუსი „მწვანე კაცუნების” წვრთნა, რა დროსაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის, პოლიტიკური წყობის დამხობისა და ქაოსის შექმნის იმიტაცია ხდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი