logo_geo
„რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 90% კორონა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისას დონალდ ტრამპს ენდობა
- +

25 მარტი. 2020. 22:40

 

 

აშშ-ში „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების უმეტესობა კორონა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისას დონალდ ტრამპს ენდობა. აღნიშნულს ცხადყოფს  CBS/YouGov poll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

 

გამოკითხულთა 90%-მა განაცხადა, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისას აშშ-ის პრეზიდენტს ენდობიან, 86%-მა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაასახელა, 81%-მა კი მეგობრები და ოჯახის წევრები.

 

რაც შეეხება „დემოკრატების“ ამომრჩევლებს, გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 87% - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, 75% - მედია, 72% - მეგობრები და ოჯახის წევრები და 14% - დონალდ ტრამპი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი