logo_geo
ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის პანდემია სრულიად კაცობრიობას ემუქრება
- +

25 მარტი. 2020. 22:40

 

 

კორონავირუსის პანდემია სრულიად კაცობრიობას ემუქრება- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა „ჰუმანიტარული რეაგირების გლობალური გეგმა“ წარადგინა.

 

როგორც ანტონიო გუტერეშმა განმარტა, ამ გეგმის მიზანი მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა.

 

„ამ გეგმით უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მოწყვლადი პირების საჭიროებებს, კერძოდ ბავშვების, ქალების, ხანდაზმული ასაკის პირების, შშმ პირებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების საჭიროებებს“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი