logo_geo
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში იტალიაში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება
- +

25 მარტი. 2020. 22:46

 

 

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში იტალიაში კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იკლებს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონა ვირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა, 3491 დაინფიცირდა, ხოლო 1036 განიკურნა.

 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი