logo_geo
ჩინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რთული ფორმები კორონავირუსის ინფექციით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის
- +

25 მარტი. 2020. 22:53

 

 

ჩინელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რთული ფორმები კორონავირუსის ინფექციით სიკვდილის რისკს ოთხჯერ ზრდის. ჩინელი ექიმების ეს დასკვნები სამეცნიერო ჟურნალ  JAMA Cardiology-ში გამოქვეყნდა.

 

„ჩვენ დავადგინეთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასთან დაკავშირებულ დარღვევებსა და კორონ ავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. უხანში კორონა ვირუსით ინფიცირებული ყოველი მეხუთე პაციენტისთვის დამახასიათებელი იყო გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რითაც შეიძლება აიხსნას სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაციის დროს“, - წერენ ჩინელი ექიმები.

 

მას შემდეგ, რაც უხანში კორონავირუსის ეპიდემია გაჩნდა, ადგილობრივმა ექიმებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები კორონავირუსის ინფექციას უფრო რთულად იტანდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი