logo_geo
იტალიელი ექიმი: როდესაც სახლში ვბრუნდები, მარტო ვჭამ, ქმრისგან დისტანციას ვიცავ, მარტო ვიძინებ, შვილს ფიქრებში ვკოცნი
- +

25 მარტი. 2020. 22:54

 

 

გამოცემა La Repubblica-მ ინტერვიუ ჩაწერა ქალაქ კრემონაში მდებარე საავადმყოფოს ექიმთან, ფედერიკა პეძეტისთან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრში ექიმების ყოველდღიურობაზე ჰყვება.

 

37 წლის ექიმის თქმით, ყველაზე რთული ექიმი დედებისთვის ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ შვილებს ჩაეხუტონ.

 

„უკვე დღეები და კვირებია, რაც ჩემს შვილს ვერ ვეხუტები. მას შემდეგ, რაც ვითარება გართულდა, მე და სხვა ექიმი დედები იძულებულნი გავხდით სახლშიც კი სიფრთხილე გამოგვეჩინა. ჩემს შვიდი წლის შვილს ავუხსენი მიზეზი და სიმართლე ვუთხარი. როდესაც სახლში ვბრუნდები, მარტო ვჭამ, ქმრისგან დისტანცირებას ვიცავ, მარტო ვიძინებ. ჩემს შვილს კი ფიქრებში ვკოცნი. ჩვენთან არის ექიმი, რომელსაც შვილები უკვე სამი კვირაა არ უნახავს. ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა ფედერიკა პეძეტიმ.

 

მისივე თქმით, ეშინია დაინფიცირების, თუმცა, პირველ რიგში, ეშინია, რომ ოჯახის წევრები არ დაინფიცირდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი