logo_geo
ცნობილი შეფ-მზარეული ფლოიდ კარდოზი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

26 მარტი. 2020. 11:06

 

ცნობილი შეფ-მზარეული ფლოიდ კარდოზი აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ინდოელმა შეფმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მანამდე გამოქვეყნებული პოსტის გამო ბოდიში მოიხადა.

 

„გულწრფელად მსურს მოგიბოდიშოთ ჩემი წინა პოსტის გამო, რომელმაც პანიკა გამოიწვია. ცხელების გამო ნიუ-იორკის საავადმყოფოს მივაკითხე. ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან ვღელავდი და ჩემი პოსტი ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იყო, რომელმაც პანიკა გამოწვია. ნიუ-იორკში 8 მარტს ფრანკფურტიდან ჩამოვედი“, - წერდა ფლოიდ კარდოზი.

 

59 წლის შეფ-მზარეულს კორონავირუსის დიაგნოზი 18 მარტს დაუსვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი