logo_geo
რატომ ვრცელდება კორონავირუსი მარტივად - ჩინელი მეცნიერების კვლევა
- +

26 მარტი. 2020. 12:15

 

 

ჩინელმა მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფად გავრცელების მიზეზი დაასახელეს. მათი განმარტებით, ინფიცირებული ადამიანის ნერწყვში პირველი 7 დღის განმავლობაში ვირუსის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია, ამიტომ ის კონტაქტში მყოფებს სწრაფად გადაეცემა.

 

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 35 საავადმყოფოს, 35-დან 75 წლამდე ასაკის, 23 პაციენტის ნერწყვის ნიმუშების კვლევაზე დაყრდნობით გააკეთეს.

 

„დაავადების პირველ კვირაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს, რომ იგი ერთი ადამიანიდან მეორეზე ადვილად გადადის“, - განაცხადა ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა კელვინ ტომ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი