ესპანეთის ვიცე-პრემიერს კარმენ კალვოს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კალვო თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას აგრძელებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 3000-ზე მეტი ადამიანი.