logo_geo
„La Stampa“: რუსეთის მიერ იტალიისათვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების 80% უსარგებლო აღმოჩნდა
- +

26 მარტი. 2020. 17:32

 

 

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში რუსეთის მიერ იტალიისათვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების 80% უსარგებლო აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „La Stampa“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

21 მარტს რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შემდეგ რუსეთმა იტალიაში Ил-76-ის 9 თვითმფრინავი გააგზავნა იტალიაში ჰუმანიტარული დახმარებით. ასევე იტალიაში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ასობით რუსი სამხედრო სპეციალისტი ჩავიდა.

 

იტალიური გამოცემა „La Stampa“ აღნიშნავს, რომ იტალიის მხარდაჭერით რუსეთი პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების მიღწევას ცდილობს. გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ იტალიაში ჩასული რუსი სპეციალისტები მაღალი სამხედრო წოდების მქონე პირები არიან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი