logo_geo
რუანდაში კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა
- +

26 მარტი. 2020. 17:50

 

 

კაცი, რომელმაც რუანდაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია, ნიანგმა შეჭამა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, კამონის რეგიონში მოხდა. კაცმა სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა და მდინარის ბინადარი ნიანგის მსხვერპლი გახდა.

 

რეგიონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეებისგან, ვინც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა.

 

რუანდაში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი