logo_geo
„ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

26 მარტი. 2020. 18:03

 

 

ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბის „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტი, კეს ბაკერი კორონავირუსით გარდაიცვალა. 76 წლის ბაკერი ფილტვების ანთების გამო 21 მარტს საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა.

 

ბაკერი 2003-2004, 2008-2009 და 2016-2017 წლებში იყო არნემის გუნდის პრეზიდენტი, მანამდე კი ქალაქის პოლიციის უფროსად მუშაობდა.

 

ამ გუნდში ბოლო წლებში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. გურამ კაშია „ვიტესის“ კაპიტანი იყო და მასთან ერთად ამ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი