logo_geo
აშშ-ს ელჩი საქართველოში: აუცილებლად გავუმკლავდებით ამ ვითარებას!
- +

26 მარტი. 2020. 19:59

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სქართველოში კელი დეგნანი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

 

 

„დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს  COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი",-აღნიშნავს კელი დეგნანი ვიდეო მიმართვაში".

 

 

იგი საქართველოს მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 

big_banner
არქივი