logo_geo
მომღერალ ლევ ლეშჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

27 მარტი. 2020. 11:38

 

 

რუსეთის სახალხო არტისტს, 78 წლის მომღერალ ლევ ლეშჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მოსკოვის საავადმყოფო „კომუნარკას“ მთავარმა ექიმმა განაცხადა.

 

ლევ ლეშჩენკო და მისი მეუღლე 24 მარტს მოათავსეს საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით.  მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალი უკვე რეანიმაციაში გადაიყვანეს. მთავარი ექიმის განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატი აღარ სჭირდება.

 

შეგახსენებთ: ოფოციალური მონაცემებით, რუსეთში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 840 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

big_banner
არქივი