logo_geo
ოფთალმოლოგებმა კორონა ვირუსის ახალ სიმპტომს მიაგნეს
- +

28 მარტი. 2020. 22:09

 

 

კონიუნქტივიტი შეიძლება კორონა ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია ავრცელებს.

 

 

ამერიკელი ოფთალმოლოგები ჩინელი კოლეგების მონაცემებს ეყრდნობიან, რომელთა თანახმად, კონიუნქტივიტი COVID-19– ის დიაგნოზის მქონე ყოველ 30–ე პაციენტში გვხვდება.

 

 

 

 

კონიუნქტივიტის გარდა, პოტენციურად ინფიცირებულს უნდა ჰქონდეს კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი ხველა, ქოშინი ან ცხელება.

 

 

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის რეკომენდაციით, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ოფთალმოლოგიური პაციენტების მკურნალობა გარკვეული პერიოდით უნდა შეიზღუდოს.

 

 

 

„COVID-19 პანდემიის გამო, ყველა ოფთალმოლოგმა უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი მკურნალობა, გადაუდებელი დახმარების გარდა,“ - ნათქვამია ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის წევრების რეკომენდაციებში.

 

big_banner
არქივი