logo_geo
ადგილები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსი არ გავრცელებულა
- +

28 მარტი. 2020. 22:39

 

 

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19 უკვე მსოფლიოს 199 ქვეყანაში გამოვლინდა. ამ ეტაპზე, გლობალური მასშტაბით, 536 477 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც, 124 395 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 114 გარდაიცვალა.

 

 

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – აშშ, ჩინეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია.

 

 

მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ქვეყნები და ტერიტორიული ერთეულები, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა:

 

 

 

პალაუ

 

 

პალაუს რესპუბლიკაში 9 მარტს ერთ ადამიანს ჩაუტარეს კორონა ვირუსზე ტესტი და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტესტი 73 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელიც პალაუში აშშ-დან ჩავიდა და COVID-19-ის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა, თუმცა მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

 

 

ტონგა

 

 

ტონგაშიც ერთ ადამიანზე, 21 წლის ახალგზარდა ქალზე ეჭვობდნენ, რომ კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა არ დაუდასტურდა. ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

 

 

სოლომონის კუნძულები

 

 

სოლომონის კუნძულებზეც ამ დრომდე არ დადასტურებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა. ეჭვი ჰქონდათ 4 ადამიანზე, რომლებიც ქვეყანაში გემით 10 თებერვალს ჩავიდნენ, თუმცა არცერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

 

 

მარშალის კუნძულები

 

 

მარშალის კუნძულებზე ეჭვი ჰქონდათ, რომ 66 წლის მამაკაცს ჰქონდა კორონავირუსი. მონაცემები ჰავაის ლაბორატორიაში გაგზავნეს და პასუხი უარყოფითი იყო. კუნძულებზე ჩასვლა აკრძალულია ჩინეთიდან, იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამ დრომდე იქ კორონავირუსი არ გამოვლენილა.

 

 

ბოტსვანა

 

 

ქვეყანაში სულ 5 ადამიანზე ჰქონდათ ეჭვი, რომ კორონა ვირუსით იყვნენ ინფიცირებულნი, თუმცა ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფით იყო და იქ ჯერჯერობით ვირუსი არ გამოვლენილა. პირველი ადამიანი ვირუსის სიმპტომებით იქ 30 იანვარს ეთიოპიიდან ჩავიდა და იზოლაციაში იყო, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

 

კორონავირუსი არ გამოვლენილა არც ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებსა და ტერიტორიულ ერთეულებში:

 

 

ბურუნდი (სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში)

კომორის კუნძულები (სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში)

ჩრდილოეთ კორეა

მიკრონეზიიდ ფედერაციული შტატები

კირიბატი

მალავი (სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში)

ნაურუ

იემენი

სამოა

სიერა-ლეონე

სან-ტომე და პრინსიპი – კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში

ტაჯიკეთი

თურქმენეთი

ტუვალუ

ვანუატუ

დასავლეთ საჰარა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი