logo_geo
მსოფლიოში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა
- +

29 მარტი. 2020. 01:02

 

 

მთელ მსოფლიოში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული ინფორმაცია ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალურ ცხრილშია ასახული.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონა ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 10 023-ს მიაღწია. ცოტა ხსნით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში ვირუსს საერთო ჯამში 5 690 ადამიანი ემსხვერპლა.

 

„კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანში გავრცელდა. დღეს კი ვირუსი საერთაშორისო მასშტაბით 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება. ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 652 079-ს შეადგენს. დაღუპულია 30 313 ადამიანი.

 

 

ამ დრომდე ვირუსისგან განკურნება 137 319-მა ადამიანმა შეძლო. საერთაშორისო მასშტაბით კორონა ვირუსი ყველაზე მძიმედ იტალიაზე, ესპანეთზე, ჩინეთსა და ირანზე აისახა. ყველაზე მეტი ინფიცირებული კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. იქ კორონა ვირუსით 116 505 ადამიანია ინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპულია იტალიაშია – 10 023 ადამიანი.

 

 

 

ავტორი - გვანცა ფოცხვერია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი