logo_geo
ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში კორონა ვირუსით 319 ადამიანი გარდაიცვალა
- +

29 მარტი. 2020. 01:03

 

 

საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ბოლო ერთ დღეში 319 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით „გარდიანი“ იუწყება.

 

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად საერთო ჯამში 2 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, ბოლო ერთი დღის ფატალური შემთხვევების რაოდენობა ამ დრომდე დაფიქსირებულ მაჩვენებლებში ყველაზე დიდია.

 

„გარდიანის“ ცნობით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონა ვირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 37 575-ს მიაღწია.

 

big_banner
არქივი