logo_geo
კორონავირუსს პირველად ემსხვერპლა ჩვილი ბავშვი
- +

29 მარტი. 2020. 10:35

 

 

აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, კორონავირუსისგან ჩვილი ბავშვის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „Independent“ ილინოისის შტატის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაუწყოთ. ბოლო 24 საათში გარდაცვლილებს შორის არიან სოციალური სამსახურის თანამშრომელი  და ჩვილი ბავშვი“, - განაცხადა ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯეი პრიცკერმა.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში სამი კვირის ჩვილი გარდაიცვალა. და ეს იყო აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი. ბავშვი რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ექსპერტებმა ეს შემთხვევა მშობლებისთვის გაფრთხილებად გამოაცხადეს, რადგან ბევრი თვლის, რომ ბავშვები კორონავირუსისგან დაზღვეულები არიან.

 

აშშ-ში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 124 665 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2191 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

big_banner
არქივი