logo_geo
ახალი კვლევის შედეგები - რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი?
- +

29 მარტი. 2020. 17:44

 

 

ჩინელმა მეცნიერებმა კორონა ვირუსით კვლევისას ვირუსის ახალი თვისებები აღმოაჩინეს. დადგინდა, რამდენი ხნის განმავლობაში ძლებს ვირუსი „უვნებლად" და რა ტემპერატურის შემთხვევაში ქრება უკვალოდ და იღუპება. კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

 

კერძოდ, დადგინდა, რომ კორონა ვირუსისთვის იდეალური ტემპერატურა +4 გრადუსია. რაც შეეხება ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურას - დაახლოებით 18-25 გრადუსს, ამ პირობებში ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას ერთი კვირის განმავლობაში ინარჩუნებს, შემდეგ მისი აქტივობა თანდათან კლებულობს და ორი კვირის თავზე ვირუსი უკვალოდ ქრება.

 

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობის შემცირება იმ ზედაპირის თერმული დამუშავებითაა შესაძლებელი, რომელზეც ის იმყოფება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ +56 გრადუსის ტემპერატურის შემთხვევაში ვირუსი 30 წუთში იღუპება. ხოლო ტემპერატურა +70 გრადუსი მისთვის კრიტიკულია - ასეთ პირობებში კორონავირუსი 5 წუთში ქრება. საინტერესოა, რომ ასეთივე ეფექტი აქვს პოტენციურად კორონავირუსის შემცველი საგნების ზედაპირების ქლორის შემცველი ნებისმიერი ხსნარით დამუშავებას.

 

ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერის, ალექს ჩინისა და მისი კოლეგების ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ვირუსს სამედიცინო ნიღბების ზედაპირზე, ჩვეულებრივ პირობებში, შვიდი დღის განმავლობაში შეუძლია დარჩენა. შესაბამისად, მეცნიერები საზოგადოებას ნიღბების აუცილებელი თერმული დამუშავებისკენ მოუწოდებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი