logo_geo
ათონის მთის ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

29 მარტი. 2020. 17:46

 

 

ათონის მთის მონასტერში მონაზონს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას Publika.ge ავრცელებს.

 

მონაზონი 60 წლისაა და ქსენოფონტის მონასტერში მოღვაწეობს.

 

მონასტრის დელეგაცია რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და 20 მარტამდე დაბრუნდა, სანამ ათონის მთა მომლოცველთათვის ჩაიკეტებოდა.

 

დაბრუნების შემდეგ, მონაზონს კონტაქტი ჰქონდა მონასტრის საძმოს რამდენიმე წევრთან, რომლებიც ამჟამად საკუთარ სენაკებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი