logo_geo
კორონავირუსი „სიმპტომების გამოვლენამდეც გადამდებია“ — ეს კი ყველაფერს ართულებს
- +

29 მარტი. 2020. 18:37

 

 

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, "უხანის ვირუსი გადამდებია მაშინაც, როდესაც დაინფიცირებული ადამიანი საინკუბაციო პერიოდში იმყოფება, ანუ როდესაც სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ არის."

 

ადამიანებში საინკუბაციო პერიოდი მაქსიმუმ 14 დღემდე გრძელდება. აღნიშნულ უსიმპტომო პერიოდში, შესაძლოა, ადამიანმა ვირუსი სხვას გადასდოს. ამის გათვალისწინებით კი, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა რთულდება.

 

მწვავე რესპირატორული სინდრომითა (SARS) და ებოლათი დაინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, ვირუსები გადამდები მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ხდება. მსგავსი ეპიდემიების კონტროლი და შეჩერება ბევრად მარტივია — საჭიროა დაინფიცირებულთა იზოლაცია და დაკვირვება ადამიანებზე, რომლებთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ. სიმპტომების გამოვლენამდე გავრცელების შემთხვევაში კი მისი შეჩერება ბევრად რთულია.

 

გრიპი ყველაზე ცნობილი ვირუსია, რომელიც სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.

 

ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ კორონავირუსი ისეთ პანდემიად განვიხილოთ, როგორც მაგალითად, ღორის გრიპი. თუმცა ვირუსის შესახებ კრიტიკული კითხვები მაინც არსებობს — რამდენად საშიშები არიან პაციენტები ინკუბაციის დროს და გაავრცელეს თუ არა დაინფიცირებულებმა ვირუსი ჩინეთის საზღვრებს გარეთ სწორედ ამ პერიოდში?

 

ინფექციური დაავადებების ექსპერტის და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ჩარლზ ჩიუს განცხადდებით, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ანთება და სიცხე კორონავირუსის სიმპტომებს წარმოადგენს.

 

ჩინეთის რამდენიმე ქალაქმა სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. უხანი დროებით იზოლირებულია და დაინფიცირებულებს მოხალისეთა ჯგუფები ეხმარებიან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი