logo_geo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება
- +

29 მარტი. 2020. 22:51

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება. ასევე, მცდარია ინფორმაცია, რომ ვირუსი ჰაერში 8 საათი ძლებს.

                   

 

ჯანმო აღნიშნავს, რომ ჰაერით გავრცელება და ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვირუსი გადამდებია ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის დროს.

 

 

“კორონავირუსი უმეტესწილად ვრცელდება წვეთებით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი ცემინების, ხველის ან საუბრის დროს გამოყოფს”, - აღნიშნავს ჯანმო.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი