logo_geo
პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
- +

30 მარტი. 2020. 10:10

 

 

ცნობილი ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო COVID-19-თან დაკავშირებული გართულებების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „CNN“ ავრცელებს.

 

„ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ექვემდებარება“, - განაცხადა პლასიდო დომინგოს პრეს-სპიკერმა.

 

შეგახსენებთ, 79 წლის საოპერო მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, ამის შესახებ ესპანელმა ტენორმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. დომინგოს ინფორმაციით, ის და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ექიმები განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. მომღერალმა ყველას მოუწოდა, ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ და აუცილებლად დარჩენილიყვნენ სახლებში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი