logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში იმყოფება
- +

30 მარტი. 2020. 16:46

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინშია. კარანტინში იმყოფებიან მისი მრჩეველები და მთავრობის რამდენიმე წევრი. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„ვიდრე ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი გახდება ცნობილი, რომელიც ყველა ეჭვს გამორიცხავს, პრემიერ-მინისტრმა და მისმა უახლოესმა პირებმა გადაწყვიტეს, თვითიზოლაციაში გადავიდნენ“, - აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

ცნობისთვის, ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის 3340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი