logo_geo
პორტუგალიამ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს დროებით მოქალაქეობის უფლება მიანიჭა
- +

31 მარტი. 2020. 16:28

 

 

პორტუგალიამ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ, დროებით მოქალაქეობის უფლება მიანიჭა. აღნიშნული ზომით, ყველა მათგანს საშუალება ექნება, ისარგებლონ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში.

 

CNN-ის ინფორმაციით, ყველა მიგრანტსა და თავშესაფრის მაძიებელს ექნება მოქალაქეობის დროებითი უფლება, რომელიც პორტუგალიის სახელმწიფოს ფარგლებში იფუნქციონირებს.

 

ცნობისთვის, პორტუგალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 6408 შემთხვევაა აღრიცხული. დაღუპულთა რაოდენობამ 140 შეადგინა, ხოლო 43 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი