logo_geo
„მე თქვენ დაგმარხავთ!“ – ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევთა დახვრეტის ბრძანება გასცა
- +

2 აპრილი. 2020. 14:45

 

 

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ პოლიციასა და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზომებს დაარღვევენ.

 

 

 

დახვრეტა ემუქრება ყველას, ვინც სამართალდამცველებს ან სამედიცინო პერსონალს არ დაემორჩილებიან და საფრთხეს შეუქმნიან.

 

 

 

„პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ. ჩემი განკარგულებაა პოლიციისა და სამხედროების მიმართ – თუ ჩნდება პრობლემა და ხდება ისე, რომ ისინი გებრძვიან და თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია, სასიკვდილოდ ესროლეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.

 

 

 

ფილიპინებში ახალ კორონა ვირუსს 96 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2311 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი