აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონა ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ today-წერს.
მომხდარს შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონა ვირუსს უკავშირდება. 6 კვირის ასაკის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონა ვირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად შემზარავი ფაქტია“, – დაწერა გუბერნატორმა.