logo_geo
კორონა ვირუსით ბოლო 24 საათში 4800-ზე მეტი პირი გარდაიცვალა
- +

2 აპრილი. 2020. 15:30

 

 

COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 მლნ-ს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 77 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა, 4882 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მხრივ, ყველაზე რთული სიტუაცია შეერთებულ შტატებშია, სადაც ბოლო 24 საათში 26 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 1049-ით გაიზარდა. 1000-ზე მეტი გარდაცვლილი აქამდე იტალიასაც კი არ ჰყოლია. 215 ათასი ინფიცირებულით აშშ პირველ ადგილზეა. 5110 გარდაცვლილით კი მხოლოდ იტალიასა და ესპანეთს ჩამორჩება.

 

 

აშშ-ის გარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს კიდევ 2 ქვეყანაში იტალიასა და ესპანეთში აღემატება. იტალიაში - 110 ათასი და ესპანეთში - 104 ათასი. ამავე ქვეყნებში მსხვერპლის რიცხვი ყველაზე მაღალი შესაბამისად 13 155 და 9387.

 

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 5 ადამიანის მდგომარეობა კირტიკულია, თუმცა არავინ გარდაცვლილა, 26 პაციენტი უკვე გაეწერა. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სამშობლოში გადაიყვანეს. ამჟამად სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 260 პირი იმყოფება, 5437 კი კარანტინის რეჟიმში რჩება.

 

 

big_banner
არქივი