ამერიკის, სულ მცირე, 10 შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
COVID-19-ის პანდემიის გამო სკოლები მთელი წლით დაიხურება ალაბამაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ინდიანაში, კანზასში, მიჩიგანში, ნიუ-მექსიკოში, ოკლაჰომაში, ვერმონტსა და ვირჯინიაში.
სკოლები დახურულია კალიფორნიაში. გუბერნატორის თქმით, დიდი ალბათობით, სასწავლო დაწესებულებები სასწავლო წლის დასრულებამდე ვერ გაიხსნება.
მსოფლიოში COVID-19-ით უკვე ერთ მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 53 160 ადამიანი დაიღუპა, 211 775 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.