logo_geo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4731-მდე გაიზარდა
- +

4 აპრილი. 2020. 13:48

 

 

ბოლო 24 საათში რუსეთის 32 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 582 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ინფიცირების 4731 შემთხვევაა დადასტურებული.

 

ოპერატიული შტაბის განცხადებით, ინფიცირებულებიდან 333 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ მოსკოვში დადასტურდა - 434 ინფიცირებული. რუსეთის დედაქალაქში სულ ინფიცირების 3357 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

big_banner
არქივი