logo_geo
კორონავირუსი – ფოტოები, რომლებიც სიტყვებზე მეტს ამბობენ
- +

4 აპრილი. 2020. 22:10

 

 

 

ახალმა კორონავირუსმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მალე პანდემიად იქცა, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტი მოიცვა. ვირუსით დაინფიცირებულთა ოფიციალურმა მაჩვენებელმა მთელ მსოფლიოში უკვე მილიონს გადააჭარბა. ბევრმა ქვეყანამ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა, ადამიანებს სახლიდან გასვლა შეეზღუდათ და უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

 

ფოტოები, რომლებიც CNN-მა გამოაქვეყნა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს სიტყვებზე უკეთ გვიყვებიან.

 

 

 

პანამელი მოხალისეები, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, მანქანებს საკვების ტომრებით ტვირთავენ

 

 

 

 

საქორწინო კაბა დიზაინერ ფრიდერიკე იორზიგისგან, ბერლინი

 

ფერმერებს მყიდველებთან ბოსტნეული მიაქვთ, საფრანგეთი

 

 
ადამიანების სახლებიდან ისმენენ მესას, რომი.
საქორწინო ცერემონია, უნგრეთი.
ჰანტინგტონის ცარიელი სანაპირო, კალიფორნია.
დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული მოწყობილობების შემოწმება, სამხრეთ კორეა.
მოსწავლე ონლაინგაკვეთილზე, ბრატისლავა.
პაპი ცარიელ მოედანზე ლოცულობს
კორონავირუსით გარდაცვლილთა კუბოები ცალკე საწყობში ინახება, იტალია.
ბალეტის ონლაინ გაკვეთილი, ნიუ-იორკი.
ადამიანები მიდიან მადრიდის მუნიციპალურ სასაფლაოზე, რათა კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაფლავებას დაესწრონ.
მგზავრები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში
მადლიერების ტაში ექიმებს, მუმბაი.
დაკრძალვის ცერემონიალი ოჯახის წევრების გარეშე, ბერგამო, იტალია.
დეზინფექცია ბანაკში, სირია.
სოლიდარობა – ქრისტეს ქანდაკება, ბრაზილია
ვირუსის გამო, ყვავილები ისე აღარ იყიდება, როგორც ადრე – ჰოლანდია
აქ, ალბათ, სიტყვები ზედმეტია – იტალია.
მასწავლებელი ცარიელ კლასში, ბარსელონა.
სუმოს ტურნირი დახურულ კარს მიღმა, იაპონია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი