logo_geo
ტუნისში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის შესრულებას რობოტები აკონტროლებენ
- +

5 აპრილი. 2020. 02:31

 

 

ტუნისის დედაქალაქის ქუჩებში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პირობების შესრულებას პოლიციის რობოტი აკონტროლებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, თუ რობოტი ცარიელ ქუჩაზე ადამიანს შენიშნავს, ის მას უახლოვდება და კითხულობს რატომ გამოვიდნენ სახლიდან. ადამიანმა რობოტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარუდგინოს, რათა აპარატის ოპერატორმა ის შეამოწმოს.

 

 

უცნობია რამდენი ასეთი რობოტი აკონტროლებს ტუნისის ქუჩებს. თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მათ გამოყენებას არაეფექტიანს უწოდებს, რადგან რობოტები ძალიან ნელა გადაადგილებიან.

 

 

ტუნისში კორონავირუსის 436 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი