logo_geo
რობერტ კენედის შვილიშვილი და მისი ვაჟი დაიღუპნენ
- +

5 აპრილი. 2020. 12:14

 

 

რობერტ კენედის შვილიშვილი მეივ კენედი ტაუნსენდ-მაკკინი და მისი 8 წლის ვაჟი გიდეონი შტატ მერილენდის სანაპიროსთან კანოეთი ცურვისას 2 აპრილს დაიკარგნენ. „USA Today“-ს ინფორმაციით, მათი ძებნა შეწყდა და ისინი დაღუპულებად გამოაცხადეს.

 

როგორც გამოცემა ადგილობრივი მაშველების ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება,  გადაბრუნებული კანოე, რომლითაც დედა-შვილი ცურავდნენ ჩესაპიკის ყურეში, 3 აპრილის საღამოს აღმოაჩინეს იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც ბოლოს ნახეს. ამის შემდეგ ძებნა შეწყდა სიბნელის გამო. მოგვიანებით სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „სამძებრო ოპერაცია რთული იყო, მაგრამ უფრო რთულია ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება“.

 

მეივის ქმარი დევიდ მაკკინი აცხადებს, რომ დაღუპულთა ცხედრების ძებნა გაგრძელდება. დევიდის აზრით, მეივი და გიდეონი კანოეთი წყალში გადავარდნილ ბურთს გაეკიდნენ, მაგრამ ქარმა კანოე შორს გაიტაცა და მათ დაბრუნება ვეღარ შეძლეს.

 

 

big_banner
არქივი