ესპანეთში COVID-19-ს ბოლო ერთ დღეში 674 ადამიანი ემსხვერპლა.
ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ, COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირება 6 023 ადამიანს დაუდასტურდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 12 418 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 130 000-ს გადასცდა.
ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებული 38 080 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.