logo_geo
ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი კორონავირუსით დაინფიცირდა
- +

6 აპრილი. 2020. 10:24

 

 

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ვეფხვს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მას და ზოოპარკის კიდევ ხუთ ბინადარ ვეფხვსა და ლომს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ.

 

ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაინფიცირებული იყო, თუმცა, სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

 

ზოოპარკი საზოგადოებისთვის 16 მარტიდანაა დახურული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი