logo_geo
გერმანიაში მეოთხე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს
- +

6 აპრილი. 2020. 11:16

 

 

უკვე მეოთხე დღეა გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 3677 შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 100 123 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია 1584 ადამიანი.

 

კლების ტენდენციით ხასიათდება ახალი მაჩვენებლების რაოდენობა ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში, იტალიასა და ესპანეთშიც.

 

ამასთან, ჩინეთში დაავადებულ პაციენტთა 94.3% უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი