logo_geo
ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

6 აპრილი. 2020. 22:22

 

 

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ვეფხვი მდედრობითი სქესისაა, ოთხი წლისაა და მას ნადია ჰქვია.

 

მიიჩნევენ, რომ ეს არის კორონავირუსის ადამიანიდან ცხოველზე გადადების პირველი დადასტურებული შემთხვევა.

 

როგორც ბრონქსის ზოოპარკში აცხადებენ, კორონავირუსის ტესტი ეროვნული ვეტერნირული სერვისის ლაბორატორიამ დაადასტურა.

 

ნადიას კორონავირუსი ზოოპარკის თანამშრომლისგან გადაედო, რომელშიც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და დღემდე არანაირი სიმპტომი არ გამოვლენია.

 

„ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ით ადამიანმა ცხოველი დააინფიცირა“ - ამბობს ზოოპარკის უფროსი ვეტერინარი პოლ ქოლი სააგენტო ღეუტერს-თან საუბრისას.

 

ინფიცირებულ ვეფხვს აღენიშნება უმადობა და შედარებით უახსიათოდაა - ამბობენ მასზე მზრუნველი ვეტერინარები. მათივე ცნობით, კორონავირუსის სიმპტომები ზოოპარში მცხოვრებ სხვა ვეფხვებსაც აქვთ, თუმცა მათი ტესტის პასუხები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი