logo_geo
ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა
- +

7 აპრილი. 2020. 20:45

 

 

ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტოქსიკაციით 3 000 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები ალკოჰოლურ საშუალებებს კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით იღებენ.

 

 

ირანში უკვე დააკავეს ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ აწარმოებდნენ ალკოჰოლს.

 

 

ირანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 62 500 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 3 872 ადამიანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი