სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ კორონავირუსის 10 384 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 200 ადამიანი.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ზე ტესტირება 450 000 ადამიანს ჩაუტარდა.