logo_geo
WHO: 5G ტექნოლოგია ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს
- +

18 აპრილი. 2020. 02:48

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 5G ტექნოლოგიის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს.

 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ რადიო სპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევები, სწორედ იმ სიხშირეებზე, რომლებიც 5G ტექნოლოგიისთვის გამოიყენება, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის უარყოფითი შედეგი იქონიოს მიიჩნევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ამ საკითხზე დამატებით კვლევების გამოქვეყნებას მომავალშიც გეგმავს.

 

 

 

big_banner
არქივი