logo_geo
ცეცხლში გახვეული გემიდან ეკიპაჟის 12 წევრი ამოიყვანეს – რას წერს ქართველი მეზღვაური
- +

9 აპრილი. 2020. 23:19

 

 

8 აპირილს, გვიან ღამით, 3:00 საათზე ხემლთაშუა ზღვაში მცურავ გემზე ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. როგორც ბათუმელი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქზე წერს, ცეცხლმოდებულ გემის ეკიპაჟის წევრებს დახმარება გაუწიეს.

 

 პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი – Arife-ს ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ცეცხლმოდებული გემიდან ყველა მეზღვაური უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.

 

გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოიყვანეს ეკიპაჟის 12 -ვე წევრი.

მადლობა ღმერთს მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ“ – წერს მეზღვაური და ვიდეოს ავრცელებს.

 

https://www.facebook.com/gio.tushmalishvili/posts/2942070015832110

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი